მოსახლეობა სახურავის გამოცვლას ითხოვს

31 აგვისტო 2016, 00:00 3021 ნახვა

ქობულეთში კომახიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები სახურავის და ფასადის შეკეთებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ფასადიდან ყოველდღიურად ბეტონის ნატეხები ცვივა, რაც ეზოში მყოფებს საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ ავარიულ მდგომარეობაშია ლიფტი. ადგილობრივების ინფორმაციით, გამგეობას წერილობით არაერთხელ მიმართეს, თუმცა გამგებლის მოადგილე წინა წლებში განცხადების მიღებას არ ადასტურებს. ირაკლი ცეცხლის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯტში ცვლილებების გატარება აკრძალულია, ამიტომ საკითხზე ამ ეტაპზე უწყება რეაგირებას ვერ მოახდენს.

ამავე კატეგორიაში