ბათუმელმა მშვილდოსანმა საერთაშორისო ტურნირზე პირადი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

27 აგვისტო 2019, 16:03 1564 ნახვა

თურქეთში, ქალაქ ორდუში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს მშვილდოსან ქალთა გუნდმა, გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლის მფლობელი გახდა პირად ასპარეზობაში ბათუმელი ციკო ფუტკარაძე.

რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, სპორტსმენებმა გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთაშორისო ტურნირში ქალთა შორის 26, ვაჟთა შორის კი 44 მონაწილე ასპარეზობდა.

თურქეთში შეჯიბრება 23 დან 26 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში