შესაძლოა აჭარის უმაღლესი საბჭო პროპორციული წესით აირჩიონ

26 აგვისტო 2019, 21:21 1374 ნახვა

გადაწყვეტილება, რომელიც აჭარის დეპუტაციას ჯერ ისევ არ მიუღია, თუმცა პოლიტიკური ნება, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, უკვე არსებობს. აირჩევა თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭო, პროპორციული სისტემით, მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა. 

მსჯელობა თბილისსა  და ბათუმში ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. დაწყებულია  კონსულტაციებიც, მმართველ გუნდში. შემდეგი ეტაპი კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში, შესატანი ცვლილებებია. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში