ბათუმში ყველა სახის სპეც-ტექნიკის უკანონოდ განთავსება აიკრძალა

26 აგვისტო 2019, 15:39 3768 ნახვა

დღეიდან ბათუმის ქუჩებში ყველა სახის სპეც-ტექნიკის უკანონოდ განთავსება აიკრძალა. მძიმე სატვირთო ტექნიკა, მათ შორის საბითუმო ვაჭრობისთვის გამოყოფილი მანქანები ავტოსადგურ მეტროს ტერიტორიაზე იქნება თავმოყრილი, მძღოლებისთვის კი ავტოსადგურით სარგებლობა უფასო იქნება.  კონტროლს აიპი მუნიციპალიტეტის სააგენტო, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით მოახდენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში