გორში, სოფელ საყავრში ხანძარი ლიკვიდირებულია

25 აგვისტო 2019, 17:22 1358 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია- ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

''სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდირება შეძლეს.

საბოლოო ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.

საყავრეს მიმდებარედ მუშაობდა 250 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 114 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 230 ტონა წყალი დაასხეს''-წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საყავრეს მიმდებარედ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა განახევრდება. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მონიტორინგის მიზნით დარჩებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში