ხელოვნური ბარიერები - რა ხდება  საოკუპაციო  ხაზთან?

24 აგვისტო 2019, 15:21 2120 ნახვა

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები არც დღეს გამოჩენილან. საოკუპაციო ხაზთან ისინი ბოლოს 22 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე იმყოფებოდნენ, რა დროსაც წინა დღეებში დამონტაჟებულ ბოძებზე რკინის მწვანე ღობეები გაავლეს. 7 აგვისტოდან დღემდე,  160-მდე ბოძი დაამონტაჟეს, რამაც საოკუპაციო ბარიერის სიგრძე დაახლოებით 400 მეტრით  გაზარდა, ასევე ღობის მიღმა მოექცა ორი ოჯახის –  გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები.

არსებობდა საფრთხე, გუგუტიანთკარის სარწყავი არხის სათავო ნაგებობაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ არსებული ტრაექტორიით გააგრძელეს ოკუპანტებმა უკანონო .. საზღვრის გავლება, სოფლის სასაფლაოს ნაწილი და ეკლესიაც შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. ერთ კვირაში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მთავარ თემად სწორედ გუგუტიანთკარში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხს დააყენებს.

მიმინდარე პროცესებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა, როგორც თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფოს.  მისი შეფასებით, აღნიშნული აცდენილია საერთაშორისო სამართალს და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში