''დინამო’’ ბათუმმა  ბოლნისის ,,სიონს’’ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა

23 აგვისტო 2019, 19:01 2342 ნახვა

,,დინამო’’ ბათუმმა ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩში ბათუმელებმა ბოლნისში ადგილობრივი ,,სიონი’’ 4-0 დაამარცხა.

პირველი ტაიმში გუნდებმა რამდენიმე  სახიფათო შეტევები გაცვალეს, თუმცა გოლი არ გასულა. პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის შეგირდებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და შეხვედრის 50-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის ჩაწოდების შემდეგ ლადო დვალიშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 71-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა  სხვაობა ორამდე გაზარდა. 79-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ  ბურთი ჯიღაურს დაუგორა და ამ უკანასკნელმა გოლის გატანა მოახერხა. 84 -ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის შორეული დარტყმა ბოლნისელთა მეკარემ მოიგერია, თუმცა ფლამარიონმა დამატებაზე აჯობა და დუბლი გაიფორმა.

25 ტურის შემდეგ ,,დინამო’’ ბათუმს 49 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, თუმცა თბილისის ‘’დინამოს’’  ორი მატჩით ნაკლები და 47 ქულა აქვს.

შემდეგ შეხვედრას შავიზღვისპირელები 31 აგვისტოს რუსთავში, ადგილობრივი ,,რუსთავის’’ წინააღმდეგ გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში