ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია

23 აგვისტო 2019, 14:09 1368 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს შედეგებისა და გათანაბრებული ქულების ნახვა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე შეუძლიათ.

სააპელაციო კომისიაში 3000-მდე განაცხადი შევიდა და ნაშრომების ხელახალი გასწორების შედეგად, შეფასება 648 აბიტურიენტს შეეცვალა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული

ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ნედლი ქულები გათანაბრდა, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში