უქმეებზე ზღვის სანაპიროზე სიგრილე, დანარჩენ საქართველოში კი ძალიან მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი 

23 აგვისტო 2019, 13:07 1523 ნახვა

უქმე დღეებში დღისით უმეტესად უნალექო, ხოლო ღამისა და საღამოს საათებში  წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 

უფრო კონკრეტულად კი, შაბათ-კვირას საქართველოში ამინდს განსაზღვრავს, დასავლეთში დაბალი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი წნევის ზემოქმედება, რომლის გავლენითაც სანაპირო ზოლში არასტაბილური ამინდი იქნება, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი გველოდება, ღამისა და საღამოს საათებში კი იწვიმებს, ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა კვლავ შენარჩუნდება საშუალო ნიშნულზე +26, +28 გრადუსი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ანტიციკლონის გავლენით კვლავ შენარჩუნდება ცხელი და მზიანი ამინდი, არსებული და მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების ფონზე (+35, +37 გრადუსი),  მთიან ზონაში მაღალი ალბათობაა ხანძრის კერების წარმოქმნის. 

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში რეკომენდირებულია მოსახლეობამ დასვენების დროს მაქსიმალურად შეიკავოს თავი ისეთი ნივთების გამოყენებისგან (შუშა, რომელიც ირეკლავს მზის სხივებს, ასანთი და ასე შემდეგ) რომელიც ხელს უწყობს ხანძრის კერების წარმოქმნას!

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში