„სამთავრობო კანდიდატი“ - შეფასებები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის რჩეულზე

22 აგვისტო 2019, 21:17 1352 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ისევ არჩეული დირექტორის გარეშე რჩება. მრჩეველთა საბჭომ, მაუწყებლის დირექტორი წარმოდგენილი კანდიდატებიდან ისევ ვერ აირჩია. წინა ორი კონკურსისა და კენჭისყრისგან განსხვავებით, ამჯერად 2 ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი კი, თინა ცისკარაძემ.

პირველი ტურში გამარჯვებული კონკურსანტი ვერ გამოვლინდა, ხმების იგივე კომბინაციით, მრჩევლებმა დირექტორი, ვერც კენჭისყრის მეორე ტურში ვერ აირჩიეს. გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცესს არდასწრებია, მრჩეველთა საბჭოს წევრი გიორგი ირემაძე, ხოლო ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ახალი კონკურსი, ამჯერად უკვე მეოთხედ, 25 აგვისტოს გამოცხადდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში