სოფელ საყავრეში ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენები ჩაერთო

22 აგვისტო 2019, 19:28 1198 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ხანძარი 40 ჰექტარ ფართობზეა  გავრცელებული. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

სოფელ საყავრესთან ცეცხლი ​ბალახსა და ტყის ქვედა საფარს უკიდია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში