ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს

22 აგვისტო 2019, 13:51 1324 ნახვა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ საზღვარს ორი დღით კეტავს.

ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს“ უკავშირდება.

ე.წ საზღვარი 25 აგვისტოს 20:00 საათიდან ჩაიკეტება. გამშვები პუნქტები ფუნქციონირებას 27 აგვისტოს 06:00 საათზე განაახლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში