სამ თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა

22 აგვისტო 2019, 13:02 1388 ნახვა

საქართველოს მასშტაბით, პოლიციამ სამ თვეში სექსუალური შევიწროების  11 ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

უწყების განმარტებით, სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ მათ მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში