ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდებიდან ერთი გარდაიცვალა

21 აგვისტო 2019, 10:35 1212 ნახვა

ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა სავარაუდოდ დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით დაიღუპა.ექიმების თქმით, გარდაცვალების სავარაუდოდ მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაა.

ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა ერთნაირი სიმპტომებით, ღამის კლუბიდან გადაიყვანეს.უგონო მდგომარეობაში იყო ორი გოგოც. მათი მდგომარეობა უკვე სტაბილურია და სახლშიც გაწერეს.

კიდევ რამდენიმემ კი სამედიცინო დაწესებულებებს თავისით მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით ზღვისპირა ქალაქში მდებარე კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, შემდეგ კი შეუძლოდ გახდნენ.ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში