კურიერი ეთერში 12 საათზეც არ გავა

21 აგვისტო 2019, 12:05 1360 ნახვა

''რუსთავი 2''-ის საინფორმაციო გამოშვება კურიერი 12:00 საათზე ეთერში არ გასულა.

11:56 წუთზე ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ არხზე მიმდინარე მოვლენების გამო, კურიერი ეთერში არ შევიდოდა. 

''დამატებით ინფორმაციას არხის მაყურებელი ჩვენი ვებ-გვერდიდან შეიტყობს'' - წერია რუსთავი 2 -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში ტელეკომპანიის დირექტორს პაატა სალიას არხის ჟურნალისტები ხვდებიან. 

კურიერი ეთერში დღეს დილითაც არ გასულა. პროგრამულ ბადეში ცხრა და ათ საათზე საინფორმაციო გამოშვება მითითებული იყო, თუმცა ეთერში სერიალი გავიდა.

კურიერის ბოლო გამოშვება გუშინ, 20 აგვისტოს, 21:00 საათზე გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, ასევე სხვა ცნობილი სახეები  გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში