რუსთავი-2 საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება ნინო შუბლაძეც განვიხილოთ - პაატა სალია

20 აგვისტო 2019, 16:48 2047 ნახვა

რუსთავი-2 საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურაც განიხილება - ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.   

„ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანზე მიდიოდეს. თუმცა, რა ვიცი… ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბევრ ვინმეს განვიხილავთ, ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი“ - თქვა სალიამ.

ნინო შუბლაძე რუსთავი2  წლებისგანმავლობაში  მუშაობდა, მან არხი 2014 წელს დატოვა. იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი და არხის გენერალური დირექტორის მოადგილეც. 

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი2 ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ასევე, ტოქ-შოუს წამყვანები ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. რუსთავი2 დატოვებენ ასევე გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. 

განცხადება ამის თაობაზე [აატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კურიერის ჟურნალისტებს კი სარედაქციო დამოუკიდებლობას დაპირდა და დარჩენა შესთავაზა.  

ნოდარ მელაძემ კი განცხადება გააკეთა, რომ გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე, მასთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები გარიგებას სცდილობდნენ, რაზეც უარი უთხრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში