"2016 წელს აღებული ბონუსი არის ჩემი გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი" - ნოდარ მელაძე

20 აგვისტო 2019, 16:47 1675 ნახვა

"სალიამ მითხრა, რომ 2016 წლის აღებული ბონუსი არის სამსახურიდან  ჩემი გათავისუფლების საფუძველი, რაც არის ბოდვა და მე მას ვუპასუხე, რომ ეს იყო იმ მიზეზთაგან, რომლის ისინი ძებნასაც ცდილობდნენ" - განაცხადა "რუსთავი 2"- ის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილმა  ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ.

მისივე თქმით სამსახურიდან ამავე მიზეზით გაუშვეს გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ  გადაწყვეტილება საკადრო წმენდასთან დაკავშირებით ხელისუფლების, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის მიღებულია. ამის ერთ-ერთ არგუმენტად მელაძეს გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა მოჰყავს, რომელსაც მაკო ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ.

მელაძე ამბობს, რომ სამართლებრივ დავას გააგრძელებს, იმისათვის, რომ შეიქმნას პრეცენდენტი იმისა, რომ ხელმძღვანელობის შეცვლას არ მოჰყვეს ტელევიზიაში საკადრო ცვლილებები და ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვება.

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი2 ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ასევე, ტოქ-შოუს წამყვანები ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. რუსთავი2 დატოვებენ ასევე გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. 

განცხადება ამის თაობაზე [აატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კურიერის ჟურნალისტებს კი სარედაქციო დამოუკიდებლობას დაპირდა და დარჩენა შესთავაზა.  

ნოდარ მელაძემ კი განცხადება გააკეთა, რომ გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე, მასთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები გარიგებას სცდილობდნენ, რაზეც უარი უთხრა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში