ეკა კვესიტაძე და ნოდარ მელაძეს რუსთავი 2-დან გაუშვეს

20 აგვისტო 2019, 15:39 3545 ნახვა

ტელეკომპანია რუსთავი ორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაუშვეს - ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.  პაატა სალიას თქმით, ტელევიზიას დატოვებს ტოქ-შოუს "აქცენტების" წამყვანი ეკა კვესიტაძეც.   

რუსთავი2 დირექტორი ამბობს, რომ შვებულბიდან ეკა კვესეტაძე თანამდებობებზე ვეღარ დაბრუნდება. 

პაატა სალია მტკიცებით, ეს თანამშრომლები ტელეკომპანიის მფლობელების წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს და ინტერესთა კონფლიქტი აქვთ, რადგან სხვა ტელევიზიის დაფუძნებასა და შექმნაში იღებენ მონაწილეობას. როგორ შეიძლება, იყო ერთ ტელევიზიაში და ამავდროულად აკეთებდე მეორეს - განაცხადა პაატა სალიამ: 

"შეგახსენებთ ჟურნალისტების რამდენიმე განცხადებას, რომელიც ჩვენს არხზეა დასაქმებული და აპირებს რაღაცის გასაჩივრებას, ან სხვასთან ერთად რაღაცას ასაჩივრებს. ან თავს მოიაზრებს იმ ადამიანებთან ერთად გუნდში, ვინც ცდილობს სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

მოგეხსენებათ, რომ ეს არის წმინდა ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება ადამიანს რომელიც დასაქმებულია არხზე სურდეს შეიცვალოს მესაკუთრე და ამის მისაღებად არ იშურებდეს ძალ-ღონეს. ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები არხს დატოვებენ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ".

სალია ამბობს, რომ შვებულებაში ყოფნის გამო სამსახურიდან ჯერ არ გაუშვია გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია. 

"მელაძესთან, გაბუნიასთან, ლაფერაშვილთან სასამართლო დავა დავიწყე  თანხების მოთხოვნაზე, რა თქმა უნდა მათთან მიმართებაში არ მოხდება თანხების ანაზღაურება. მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებმაც გამოიმუშავეს ღირსეულად ანაზღაურება ისინი მიიღებენ ხელფასს, შეიძლება ცოტა დაგვიანებით, თუმცა მიიღებენ და 15 რიცხვიდან მოყოლებული ხელფასების გაცემის პროცესი დაწყებულია" - განაცხადა პაატა სალიამ.

რუსთავი2  დირექციაში აცხადებენ, რომ კურიერის გუნდს შეთავაზენ თავად აირჩიონ საინფორმაციოს უფროსი, რომელიც მათი გუნდის წევრი იქნება. 

 "არხი გააგრძელებს მუშაობას, იქნება ისევე კრიტიკული და კიდევ უფრო მეტად კრიტიკული, უფრო მეტად არგუმენტირებულად კრიტიკული, ვიდრე ეს იყო მანამდე" - უთხრა პაატა სალიამ ჟურნალისტებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი