"ბორდს ინტერესთა კონფლიქტი აქვს" - აჭარის მაუწყებლის დირექტორობისთვის ბრძოლას ერთი კანდიდატი გამოეთიშა

20 აგვისტო 2019, 14:05 1579 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატმა შოთა ზოიძემ დღეს გასაუბრებაზე განაცხადა, რომ კანდიდატურს ხსნის და ამ პოსტისტვის აღარ იბრძოლებს. 

შოთა ზოიძე მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრებს ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და ამიტომ წინა კონკურსში ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი უკვე მესამედ იმართება, პირველ ორ კონკურსში ბორდმა გამარჯვებული ვერ გამოიავლინა.   საჭირო ხმათა რაოდენობა,  3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

მე-3 კონკურსში მონაწილეობას 8 კანდიდატი იღებს.  

აჭარის მაუწყებლის ბოლო არჩევნების დროს, მრჩეველთა საბჭოს 5 წევრის ხმები ასე გაიყო -  2-2 ხმა მერაბ წულუკიძესა და თინათინ ცისკარაძეს ერგო, ერთმა მრჩეველმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე, უნდობლობის გამოცხადება საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, ნათია ზოიძე ასრულებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში