დათვი ქობულეთის სოფლებში?  

19 აგვისტო 2019, 21:23 2469 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, მოსახლეობის კუთვნილ თხილის ბაღებში დათვი გამოჩნდა. ცხოველმა მოსავლის ნაწილი გაანადგურა, რაც ადგილობრივების ინფორმაციით,   პირველი შემთხვევა არ არის.

მოსახლეობა შიშის გამო მოსავლის აღებას ვერ ახერხებს. ისინი დახმარებას  ითხოვენ. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან და საჭიროების შემთხვევაში, ვითარების შესაბამისად იმოქმედებენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში