ვითარება საოკუპაციო ხაზთან

19 აგვისტო 2019, 18:05 1166 ნახვა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში სატვირთო მანქანით დღეს მიტანილი ბოძების დამონტაჟების შემდეგ, ტერიტორია დატოვეს. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რუსმა ჯარისკაცებმა დღეს დილით განაახლეს. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ აქტიურად მუშაობენ როგორც დედაქალაქებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

საგარეო უწყების ცნობით, ეუთო-ს თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის პროცესი გაგრძელდეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში