ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში დამატებითი ბოძები დაამონტაჟეს

19 აგვისტო 2019, 19:01 1091 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია ამ წუთებში შეაჩერეს, თუმცა მანამდე ისინი დილიდან გუგუტიანთკარში სამხედრო მანქანებითა და ტექნიკური აღჭურვილობით  კვლავ გამოჩდნენ და საოკუპაციო მოქმედებები განაახლეს,  გადავიდნენ ლავრენტი გუგუტიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სადაც  რკინის კონსტრუქციები ჯერ პარასკევს დაამონტაჟეს.

რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები გუგუტიანთკარის განაპირას 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და ლითონის ბოძები განათავსეს, 14 აგვისტოს კი, საფორთიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი დაიწყეს, რის შედეგადაც გივი რაზმაძის სახლი, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაზიანდა და მავთულხლართებით შუაზე იყო გაყოფილი, მთლიანად მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რამდენიმე ოჯახს კი, მიწის ნაკვეთზე წვდომა შეეზღუდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი