ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ''ბაიერნის'' ფეხბურთელია

19 აგვისტო 2019, 13:09 1484 ნახვა

ბრაზილიელმა შემტევმა ფილიპე კოუტინიომ მიუნხენის ,,ბაიერნთან’’ კონტრაქტი გააფორმა. 27 წლის ფეხბურთელი გერმანულმა გრანდმა 1 წლიანი იჯარით აიყვანა, თუმცა ''რეკორდამაისტერს'' ზაფხულში ბრაზილიელის გამოსყიდვის უფლება ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, კოუტინიოს იჯარა 8,5 მილიონი ევრო დაჯდა. ფილიპე კოუტინიო ,,ბაიერნის’’ შემადგენლობაში 10 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გასულ სეზონებში ამ ნომრით ლეგენდარული ჰოლანდიელი არიენ რობენი თამაშობდა.

,,ჩემთვის ეს ცვლილება წარმოადგენს ახალ გამოწვევას. ეს კლუბი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და აქ წარმატებას ნამდვილად ველოდები’’ - განაცხადა  ბრაზილიელმა შემტევმა.

ფეხბურთელი 2018 წლის იანვრიდან ,,ბარსელონაში’’ ასპარეზობდა. ფილიპე კოუტინიომ ,,ბლაუგრანას’’ მაისურით 76 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში