ოპოზიციის შენიშვნები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით

19 აგვისტო 2019, 12:21 385 ნახვა

ევროპული საქართველოს წევრებს პრეტენზიები აქვთ დაბა ქედაში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით. თემურ ავალიანი ამბობს, რომ წერეთლის ქუჩაზე ახალი საპირფარეშოს აშენებამდე ძველი დაანგრიეს, რაც  ტურისტებს პრობლემას შეუქმნის.

შენიშვნებს უპასუხეს ქედის მერიაში. აქ განაცხადეს, რომ დაბაში ალტერნატიული სველი წერტილი მოქმედებს და მოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნებათ. წერეთლის ქუჩაზე საპირფარეშო მოსახლეობის მოთხოვნით დაანგრიეს. ახლის მშენებლობა 15 დღეში უნდა დასრულდეს.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში