​გუგუტიანთკარში ოკუპანტები დილიდან გამოჩნდნენ

19 აგვისტო 2019, 12:13 1146 ნახვა

რუსი ოკუპანტები დღეს დილიდან  ისევ გამოჩნდნენ სოფელ გუგუტიანთკარში. ისინი ადგილზე სამხედრო მანქანებითა და ტექნიკური აღჭურვილობით მივიდნენ, გადავიდნენ ლავრენტი გუგუტიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სადაც  რკინის კონსტრუქციები პარასკევს დაამონტაჟეს.

საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართების გაბმა და ე.წ. საზღვრის გავლება 7 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც ორი ოჯახის კუთვნილი სახლი და მიწის ნაკვეთი საოკუპაციო ზოლში აღმოჩნდა. რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია პარასკევს შეაჩერეს, თუმცა დღეს დილიდან კვლავ გამოჩდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში