მასწავლებლებს საგამოცდო შედეგების გასაჩივრება დღეიდან შეუძლიათ

19 აგვისტო 2019, 10:52 1129 ნახვა

მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს, რომლებსაც მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე საკუთარი შედეგები არ აკმაყოფილებთ, საგამოცდო შედეგის გასაჩივრება დღეიდან შეუძლიათ. სააპელაციო განაცხადები მიიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge. აპელაციის გზითაა შესაძლებელი. 

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი.

საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში