მშენებლობებს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ხმაური აწუხებთ

18 აგვისტო 2019, 21:25 484 ნახვა

სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეულ ხმაურს აპროტესტებენ კობალაძის ქუჩის მცხოვრებლები. ამბობენ, რომ მძიმე ტექნიკის ხმა   მთელი დღის განმავლობაში, დილიდან  გვიან ღამემდე ისმის, რაც დისკომფორტს უქმნის  არა მარტო მათ,   დამსვენებლებსაც.  კობალაძის ქუჩაზე     მაღალსართულიანი კორპუსი შენდება.    სამშენებლო კომპანიაში  გვითხრეს,რომ   ტექნიკას ,  რომელიც  ხმაურს იწვევდა,  აღარ იყენებენ, რადგან  სამუშაოების ძირითადი ნაწილი   დასრულებულია. 

ბათუმის მერიის ინფორმაცით,   ხმაურთან დაკავშირებით    ამ მისამართიდან  შეტყობინება არ შესულა , თუმცა მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიის  შემთხვევაში,  ტერიტორიას შეამოწმებენ . დღეს ხმაურის გადაჭარბების ფაქტი  არ დაფიქსირებულა.  ხმაურის გადაჭარბების შემთხვევაში კომპანიას  ჯერ გაფრთხილებს აძლევენ განმეორებისას კი  აჯარიმებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში