სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში

17 აგვისტო 2019, 21:15 263 ნახვა

როგორი სამთავრობო ცვლილებაც არ უნდა განხორციელდეს ეს ხელისუფლებას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს- ასე ოპონენტები ამბობენ, შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, თუ შინაგან საქმეთ მინიტრი გიორგი გახარია იქნება, ეს საზოგადოების დაცინვა იქნება, იმ ფონზე როდესაც მოსახლეობა მის გადადგომას ითხოვს.

ხოლო თუ გიორგი გახარია პრემირ-მინისტრის პოსტზე დაინიშნება, შესაძლოა ამას კიდევ უფრო მეტი პროტესტი მოყვეს. ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ მამუკა ბახტაძე შესაცვლელია, თუმცა როგორ კონფიგურაციას მივიღებთ მათთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, პრემიერის თანამდებობას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ხოლო შს მინისტრ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში