მერიის თანამშრომლები მოწმეებად

17 აგვისტო 2019, 21:20 3144 ნახვა

ე.წ იაფი სახლის საქმეზე,  დღეს  სასამართლომ  ბათუმის მერიის  ყოფილ თანამშრომლებს მოუსმინა. მოწმეებმა  მათ უფლებამოვალეობებსა  და იმ სამართლებრივ  პროცედურებზე შესახებ ისაუბრეს,  რომელიც  იაფი სახლის მშენებლობის     ტენდერში   გამარჯვებულ კომპანიასა და მერიას შორის მიმდინარეობდა.

ბრალდებულების  ინტერესების დამცველების შეფასებით,  მოწმეთა ჩვენებით დგინდება,  ის რომ რომ  ბრალდებული პირები, რომლებსაც გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში