7 მაღალჩინოსნის საქმე- დღესაც ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენენ

17 აგვისტო 2019, 12:30 1397 ნახვა

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს,  გაგრძელდება. მოსამართლემ  გუშინ,   ბათუმის მერიის  საფინანსო ეკონომიკური სამსახურის, საბიუჯეტო განყოფილების ყოფილ უფროსს მოუსმინა. მერიის თანამშრომელი მოწმის სახით დაიკითხა, რომელმაც საკუთარი მოვალეობების  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს.  დღევანდელ პროცესზე ისევ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას გამოიკვლევენ, დაიკითხებიან მოწმეები.

ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და კიდევ 6 მაღალჩინოსანს გამოძიება იაფი სახლის საქმეზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება, რის გამოც გამოძიების ინფორმაციით,  თვითმმართველობამ მილიონ ლარზე მეტით იზარალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში