სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანამიმდევრულმა ნაბიჯებმა შეაჩერა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი - დავით ზალკანიანი 

16 აგვისტო 2019, 17:16 1710 ნახვა

საქართველსო საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალის მხრიდან ხელოვნური ბარიერების კეთების დაწყებისთანავე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა სხვა უწყებასთან კოორდინირებული მუშაობა ჰქონდა.

"სახელმწიფომ კოორდინაციის რეჟიმში აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. მოახდინო საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაცია და გააკეთა ყველაფერი ადგილზე სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. 

როგორც ცნობილია, გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანამიმდევრულმა ნაბიჯებმა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვლას სიტუაციის მიმდინარეობას, კავშირზე ვრჩებით მუდმივად ჩვენს პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა. 

ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საკუთარი თვალით ნახეს იქ მიმდინარე მოვლენები და შეაფასეს. მოისმინეთ დიპლომატიური კორპუსის განცხადებებიც. 

ეს არის დიპლომატიური პოლიტიკა, რომელი უმნიშვნელოვან როლს თამაშობს საოკუპაციო უკანონო მოქმედების შეჩერების და პრევენციის პროცესის" - განაცხადა დავით ზალკანიანმა, რომელიც ამ წუთებში ბრიფინგს მართავს 15-16 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტში უკანონო ბორდერიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.

"8 აგვიტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა უმაღლეს ფორმატში, გაეროს უშიშროების საბჭოში. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მაღალი ტრიბუნა, საიდანაც ჩვენ ვთხოვეთ საბჭოს წევრებს განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე.  რასაც მოჰყვა  მკაცრი შეფასებები მათი მხრიდან. იმავე დღეს  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა შესაბამისი განცხადებები უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით.

ჩვენ 7,8, 9 აგვისტოს გავააქტიურეთ ორმხრივი არხები, რომ ყველა დედაქალის მხრიდან მოგვესმინა აღნიშნული უკანონო ქმედების შესახებ შეფასება. ჩვენმა საზოგადოებამ ამ ქმედების შედეგად იხილა ძალიან მკაფიო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ნორვეგიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, პოლონეთის, ესტონეთის და სხვა ერვოპული ქვეყნების მხრიდან. დიახ ეს ყველაფერი გაკეთდა სწორედ საგარეო საქმეთა სამინსიტროს აქტიური მოქმედებების შედეგად. ამის შემდეგ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ორი დღით შეჩერდა.

გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააქტიურდა მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა, მივაწოდეთ ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისინი ჩავიყვანეთ ადგილზე. დღეს ასევე გაკეთდა ძალიან მკაცრი განცხადებები  დიპლომატების მხრიდან.

საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების  უსაფრთხოების, სტაბილურობის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ჩვენ მომავალშიც ყველა ძალისხმევას მივმართავთ მათი უფლებების გაუმჯობესების მიზნით. 

საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა არის ის რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს და შესაძლებელს გახდის საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედების შეჩერებას. ამ მომენტისთვის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია, თუმცა გაგრძელდება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასება და მასზე რეაგირების პროცესი"-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკანიანმა.

გუგუტიანთკარში მოქალაქეებთან გუშინ მაღალი რანგის თანამდებობის პირები  არ ყოფილან, 15 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში,  ორ ოჯახთან, რომლებმაც სახლების დათმობა მოუწიათ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში,  ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა.  დღეს, 16 აგვისტოს სოფელში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში