ბათუმში სამშენებლო ობიექტზე ნაგავი დაწვეს

16 აგვისტო 2019, 15:11 1934 ნახვა

"უპატრონო ქალაქი" - ამ კომენტარით გამოუგზავნეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ვიდეო კობალაძის ქუჩის მცხოვრებლებმა. მათ ვიდეო #16 კორპუსის წინ მშენებარე ობიექტზე გადაიღეს, სადაც ნაგავი იწვოდა. ნაგავი "ლიმონ გრუპის" სამშენებლო ობიექტზე იყო დაყრილი.

"სანდასუფთავების" სამსახური ადგილზე მივიდა და სამშენებლო კომპანია გააფრთხილა, მათ ტერიტორიის დასასუფთავებლად გონივრული ვადა მისცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში