ხმა მიაწვდინეთ მსოფლიოს - გუგუტიანთკარის მოსახლეობის გზავნილი

16 აგვისტო 2019, 15:01 2281 ნახვა

ხმა მიაწვდინეთ მსოფლიოს - ასეთია გუგუტიანთკარის მოსახლეობის გზავნილი, რომელიც მათ დღეს სოფელში ჩასულ ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ისინი წლებია საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, ხელისუფლების რეაგირება კი საკმარისი არ არის. მას შემდეგ რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ-ლი საზღვარი 30 მეტრით ისევ გადმოწიეს, სოფელი ორად გაიყო.

მავთულხლართების მიღმა დარჩა ორი სახლი. ერთ-ერთ ოჯახს სამ დღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ საცხოვრებლიდან საჭირო ნივთები გამოეტანა.

რაზმაძეები ხვალ მამაპაპისეულ სახლში ვეღარ შევლენ, დაკარგეს საკარმიდამო ნაკვეთიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში