დედამ ახალშობილი თხილის ბაღში დატოვა

16 აგვისტო 2019, 12:36 5260 ნახვა

სამართალდამცველებმა ოზურგეთში, ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ბავშვი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. გურიის პოლიციას  საავადმყოფოდან დაუკავშირდნენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი მიიყვანეს, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

პოლიციამ ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი დაადგინა და ადგილზე გავიდა.  სამართალდამცველებს ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული დახვდათ.

 ადგილზე მედიკოსების მისვლამდე ჩვილს პირველადი დახმარება სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს.კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩულებდა სიცოცხლეს.

ფოტო: პოლიციელი არსენ ახალკაცი, რომელმაც ჩვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა 

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში