სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები ცნობილია - ,,უეფამ’ სია გამოაქვეყნა

16 აგვისტო 2019, 11:56 415 ნახვა

უეფას ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები. პრესტიჟული ჯილდოს მსაგებად ,,ლივერპულის’’ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი ,  ,,ბარსელონას’’ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი და ‘’იუვენტუსის’’ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო იბრძოლებენ.პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონია 29 აგვისტოს გაიმართება.

უეფამ საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინენტებიც დაასახელა. ჯილოდოს ნომინაციაში  ,,ლიონის’’ სამი ფეხბურთელი : ამანდინ ანრი , ადა ჰეგერბერგი და ლუსი ბროზი დაასახელეს.

ასევე ცნობილია ჩემპიონთა ლიგის სხვადასხვა ნომინაციების ნომინანტები. 

საუკეთესო მეკარე : უგო ლორისი , ალისონი და ტენ შტეგენი

საუკეთესო მცველი :  ალეკსანდრ არნოლდი ,  დე ლიხტი და ვან დეიკი

საუკეთესო ნახევარმცველი : ფრენკი დე იონგი , ჰენდერსონი და ერიქსენი

საუკეთესო თავდამსხმელი : სადიო მანე , მესი და რონალდო

ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კი ედენ აზარი , ლუკა იოვიჩი და ოლივიე ჟირუ იბრძოლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში