ცხარე დისკუსია 5 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხზე

15 აგვისტო 2019, 18:10 1300 ნახვა

ბიზნესის თუ მოქალაქეების ინტერესები? - ვისი პოზიცია იქნება უპირატესი ბათუმის მერიისთვის, რომელმაც ცათამბჯენების მშენებლობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ბათუმი რივიერას“ პროექტის ირგვლივ ისევ ხმაური და დაპირისპირებაა.

დღეს კიდევ ერთი საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას სპეციალისტები, კომპანიისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

„დაიცავი ბათუმის“ წევრები მერიისთვის გადაგზავნილ წერილთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს მოითხოვდნენ. მერიაში განმარტეს, რომ დღეს განაშენიანების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რაც შეხება წერილის ავტორებს, როგორც თქვეს, მათ მოგვიანებით უპასუხებენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში