სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დაუშვებლად ცნო

14 აგვისტო 2019, 17:07 1558 ნახვა

გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. უწყების განმარტებით, ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველმა მოითხოვა მის მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმება.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა.

პროკურატურა მას საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ედავება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში