ბათუმი მასშტაბურ თეატრალურ ფესტივალს უმასპინლებს

14 აგვისტო 2019, 18:04 312 ნახვა

ბათუმი და ახლადრეაბილიტირებული დრამატული თეატრი საერთაშორისო  ფესტივალს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია ზუსტი თარიღიც, 7-დან 20 დეკემბრამდე, ბათუმში მსოფლიოში გავლენიანი თეატრმცოდნეებით, პროდიუსერები და სხვადასხვა ფესტივალის ხელმძღვანელი პირები ჩამოვლენ.

ბათუმის პირველი საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადებიან დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან.

მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა, რეგიონის ცნობადობის გაზრდა და უცხოური გამოცდილების გაზიარებაა ფესტივალის მთავარი მიზანი, იდეა კი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში