აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა 8 კანდიდატს სურს

14 აგვისტო 2019, 18:10 2176 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

განაცხადი 8 კანდიდატმა შეიტანა. 

 

 ირაკლი კიკვაძე                                                 ირმა ზოიძე

 ფირუზ ბოლქვაძე                                              მერაბ წულუკიძე

   შოთა ზოიძე                                                     გიორგი კოხრეიძე   

   თინა ცისკარაძე                                             შოთა გურაბანიძე 

 

კონკურსი  12 ივლისს გამოცხადდა. ეს არის მესამე კონკურსი დირექტორის შესარჩევად.  მანამდე ორჯერ  ჩაიშალა, საჭირო ხმათა რაოდენობა,  3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

აჭარის მაუწყებლის ბოლო არჩევნების დროს, მრჩეველთა საბჭოს 5 წევრის ხმები ასე გაიყო -  2-2 ხმა მერაბ წულუკიძესა და თინათინ ცისკარაძეს ერგო, ერთმა მრჩეველმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე, უნდობლობის გამოცხადება საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, ნათია ზოიძე ასრულებს. 

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში