ჰონგ-კონგში ავიარეისები აღდგა

14 აგვისტო 2019, 09:36 977 ნახვა

ჰონგ-კონგის აეროპორტმა წუხანდელი მძიმე ღამის შემდეგ მუშაობა განაახლა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აეროპორტში დაახლოებით 30 დემონსტრანტი მთელ ღამეს დარჩა.

სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ „მომიტინგეების ძალადობრივ ქმედებებს გმობენ.“ მათი ინფორმაციით, დემონსტრანტების დიდი ჯგუფი თავს დაესხა ტურისტსა და ჟურნალისტს.

აქტივისტებმა ჟურნალ „გლობალ თაიმსის“ ჟურნალისტი დააკავეს და ხელები შეუკრეს, თუმცა მისი გადარჩენა სამართალდამცველებმა მოახერხეს. ჟურნალისტი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, წუხანდელი შეტაკების დროს 5 ადამიანი დააკავეს. საერთო ჯამში, კი დაკავებულთა რაოდენობა ივნისიდან დღემდე 600-ზე მეტია.

ჰონგ-კონგის აეროპორტში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ დატვირთულ აეროპორტად ითვლება, ბოლო 2 დღის განმავლობაში ათასობით ავიარეისი გაუქმდა. წუხელ აეროპორტში პოლიციასა დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში