ახალი პოლიტიკური ძალა და მზადება 2020 -ის არჩევნებისთვის

13 აგვისტო 2019, 21:23 1190 ნახვა

ჩამოყალიბდება თუ არა მესამე პოლიტიკურ ძალად, თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ შექმნილი  სამოქალაქო მოძრაობა. ხაზარაძე, თავის განცხადებაში, ღიად აკრიტიკებს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას და საპირწონედ, მის მიერ შექმნილ მოძრაობაში პროფესიონალი ახალი სახეების მოყვანას აანონსებს.

ოპოზიციაში, ხაზარაძის პოლიტიკაში გამოჩენას საინტერესოდ მიიჩნევენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრას, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.  განსხვავებულია პოზიციები მმართველ გუნდში, ექსპერტები კი, ორ პოლუსიან პოლიტიკურ ველზე, ახალი ძალის გამოჩენას, დროულად მიიჩნევენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში