დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გაცემის წესს ამკაცრებს

13 აგვისტო 2019, 09:43 258 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის  ადმინისტრაცია „მწვანე ბარათების“ გაცემის წესს ამკაცრებს. ახალი ინიციატივის თანახმად, „მწვანე ბარათს“ ვერ მიიღებენ ის იმიგრანტები, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ.

საუბარია სამედიცინო, სასურსათო, საყოფაცხოვრებო და სოციალური დახმარების სხვა პროგრამებში ჩართულ მიგრანტებზე. ამერიკული მედიის ცნობით, ცვლილებები შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვებას ცდილობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში