ბათუმში ბრძოლა წესების გარეშე 15 აგვისტოს ჩატარდება

13 აგვისტო 2019, 12:14 4045 ნახვა

15 აგვისტოს, 19:00 საათზე,  MMA ბრძოლა წესების გარეშე  მოყვარულებს, ბათუმის ბულვარში საინტერესო ორთაბრძოლები გელოდებათ. 

7 ბრძოლას ქართველი სპორტსმენები ირანელ და სომეხ მეტოქეებთან ჩაატარებენ. შეხვედრა "პიერ ბათუმში" გაიმართება. 

პირველი ბრძოლა - რევანში ასოციაცია "მგლების" ქამარზე - გიორგი ტაბატაძესა და ირანელ ვაჰიდ აშურს შორის შედგება.

მეორე ბრძოლა სადებიუტო იქნება.  თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, mma დებიუტანტი - დავით მოძმანაშვილის იქნება, მას მეტოქეობას  აბას ასტარაკი გაუწევს. 

 ასოციაცია "მგლების" ქამრის დაცვას  გიორგი ლობჟანიძე შეეცდება, მისი მეტოქე ირანელი ხუსეინ ფატოლახი იქნება. 

სარეიტინგო ბრძოლას ჩაატარებს  ლევან ჩოხელი ალი მორადის წინააღმდეგ. 

მეხუთე ბრძოლა "მგლების" ქამრისთვის დავით ხუციშვილსა და ირანელ შაშინ ნაჯაფს შორის გაიმართება. 

სარეიტინგი ბრძოლა შედგება -  რატი ნოვრუზოვსა და არტაკ სიმონიანს შორის. სარეიტინგო ბრძოლა ექნებათ  ჯონი მარიდაშვილსა და კარენ გაზარიანს

ტურნირი ასოციაცია "მგლების" ორგანიზებით იმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში