ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

12 აგვისტო 2019, 10:25 986 ნახვა

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის ერთ-ერთ პარკში შეიკრიბნენ და ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. მათმა ნაწილმა პოლიციელების მიმართ ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლა, რასაც სამართალდამცავების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.

დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში