ქედაში რამდენიმე საბავშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს არ გაიხსნება

12 აგვისტო 2019, 11:13 2234 ნახვა

ქედაში, სოფელ პირველი მაისისა და ახოს საბავშვო ბაღები ახალი სასწავლო წლიდან არ გაიხსნება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. ქედის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები სატენდერო  პროცედურებმა გააჭიანურა.

ქედის მერის მოადგილე ამბობს, რომ აღსაზრდელები მიმდებარე საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან და მერიამ შესაძლოა მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს.

ახალი სასწავლო წლიდან რეაბირიტირებული  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელ ზუნდაგაში გაიხსნება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში