ფესტივალის ფარგლებში პარკზე შესრულებული ნამუშევარი ჩამოგლიჯეს

12 აგვისტო 2019, 11:06 1572 ნახვა

ბათუმის  ცენტრალურ პარკში, ფესტივალის ფარგლებში შესრულებული არტ ობიექტი, რომელიც პოლიეთილენის პარზე იყო შესრულებული დააზიანეს.

მხატვარმა მუშაობა გუშინ დილით დაასრულა, თუმცა დღის მეორე ნახევარში ნამუშევარი გაანადგურეს.  ვანდალური ფაქტის გამო, ფესტივალ "არგანის"  სტუმრები ერთ ლოკაციას გამოტოვებენ და ფესტივალის ფარგლებში სხვა მხატვრების ნამუშევრებს  სამ ადგილზე დაათვალიერებენ.  

 ფესტივალის წარმომადგენლები მიმართავენ მშობლებს, მოზარდებსა და ბავშვებს გაუფრთხილდენ ნამუშევრებს, რადგან მათ შესაქმნელად დიდი შრომაა გაწეული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში