ბოთლები, ბოთლები და შპრიცები - ბეშუმის ტყეს ანაგვიანებენ

12 აგვისტო 2019, 10:20 4263 ნახვა

ზღვის დონიდან 1900 მეტრ სიმაღლეზე, ულამაზეს წიწვოვან ტყეებს ადამიანების კვალი მძაფრად ეტყობა.  როგორც ყველგან, ალკოჰოლური თუ გამაგრილებელი სასმელების ბოთლებს ტყეში მრავლად შეხვდებით.

დასასვენებლად მისული მოქალაქეები ცეცხლს ანთებენ, კოცონის ირგვლივ კი  ნაგავს ტოვებენ. 

ნაგავს შეხვდებით ბილიკებზეც -  პოლიეთილენის პარკებს, გამოყენებულ ჰიგიენურ საფენებს, თამბაქოს კოლოფებსა ნაწმვავებს, ე.წ. ინსულინის შპრიცებს, ბოთლებს, ბოთლებს და კიდევ ერთხელ ბოთლებს. 

შეხვდებით წლების წინ დატოვებულ ერთჯერად ჭიქებსა და ბოთლებსაც, რომლებსაც დრომ ვერაფერი დააკლო. 

ბეშუმის წიწვოვანი ტყე - 2019 წელი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში