ბათუმის დრამატული თეატრში პრემიერაა

10 აგვისტო 2019, 21:06 1018 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე - პრემიერაა. მაყურებელი, ამერიკელი დრამატურგის, ტენესი უილიამსის პიესას „მინის სამხეცეს“ ადევნებს თვალს. სპექტაკლის ფორმატი განსხვავებულია, მოქმედებას მაყურებელს თვალს სცნეზე განთავსებული სკამებიდან ადევენებს. სწორედ ამის გამო, „მთავარის“ჯგუფს, კადრების გადაღების საშუალება არ მიეცა. 

სპექტაკლი ერთი ოჯახის ისტორიაზე, ილუზიურ ცხოვრებასა და დამსხვეულ ოცნებებზე მოუთხორბს მაყურებელს. გმირები დედა და მისი ქალ-ვაჟია, ოჯახის სამივე წევრს თავისი ოცნება აქვს. „მინის სამხეცე“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია სხვადასხვა ინტერპრეტაციითაა დადგმული. საპრემიერო ჩვენებები ხვალ და ორშაბათსაც გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში