ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში 

09 აგვისტო 2019, 21:26 2148 ნახვა

ჯიხანჯურში, მოსახლეობის ნაწილი, სოფლის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთის შეკეთებას, წლების შემდეგ ისევ უშედეგოდ ითხოვს. უგზოობის გამო, 48 ოჯახი, ვერ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც.

იტბორება გზის მონაკვეთი, რაც წვიმიან ამინდში, მეწყრული პროცესების მიზეზი ხდება. მოსახლეობა ამბობს, რომ გზების შეკეთება, შერჩევით ხდება, მათ ამ მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციაც, სადაც მიზეზად პოლიტიკურ სიმპატიებს ასახელებენ. პრეტენზიებს ქობულეთის მერიაში პასუხობენ, სადაც სამუშაოების დაწყების კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში