"გამოძიების კითხვებს პასუხი ყველამ უნდა გასცეს, ნიკა გვარამია გამონაკლისი არ არის"- დავით მათიკაშვილი

09 აგვისტო 2019, 17:06 1431 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილი ნიკა გვარამიას ბრალის წარდგენას გამოეხმაურა, დეპუტატის განმარტებით, გამოძიების კითხვებს პასუხი ყველამ უნდა გასცეს გამონაკლისების გარეშე.

„თუ ვინმეს მიმართ კითხვები წარმოიშვა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს. ეს იქნება ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე. ერთგვარი ტრენდია შექმნილი, რომ თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება ხდება, ამას პოლიტიკურ ნიადაგს უკავშირებენ. პოლიტიკური საკითხების ძებნა საჭირო არ არის. კითხვებს პასუხი უნდა გასცეს როგორც ნიკა გვარამიამ, ასევე ნებისმიერმა პირმა, ვისთანაც გამოძიებას კითხვები ექნება. ინდულგირებული არავინ უნდა იყოს იმით, რომ თუნდაც, ტელევიზიის ხელმძღვანელს წარმოადგენდა ცოტა ხნის წინ. გამოძიების კითხვებს ყველამ პასუხი უნდა გასცეს და ნიკა გვარამია გამონაკლისი არ არის”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი